პროექტის ავტორი Smart Business Solutions

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ


კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • რკინა-ბეტონის მონოლითური კონსტრუქციების მშენებლობა;
  • შევსებითი და სხვა სახის სამუშაოების წარმოება დამკვეთის მიერ მოთხოვნილ კონდიციამდე;
  • სარემონტო სამუშაოების სრული სპექტრის წარმოება;
  • მიწის სამუშაოების წარმოება;
  • სანებართვო-საკონსულტაციო და საპროექტო უზრუნველყოფა;

კომპანიის მფლობელობაშია:

  • მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის დამამზადებელი საამქრო (ცვლაში 200 მ2 მზა პროდუქციის დამზადების შესაძლებლობით);
  • რკინის კონსტრუქციების დამამზადებელი საამქრო;
  • მიმდინარეობს მუშაობა მაღალტექნოლოგიური სამშენებლო ბლოკის საწარმოს ინსტალირებისათვის.

ჩვენი კომპანიის მიზანი:

  • ნებისმიერი სირთულის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების განხორციელება - კონკურენტუნარიან ფასებში, მაღალი ხარისხითა და ტემპებით;
  • სამშენებლო ბაზარზე ლიდერის პოზიციის მოპოვება და შენარჩუნება;


სტრატეგიული მიმართულებები


განვითარება:

  • მოკლე და საშუალოვადიანი პერსპექტვა: ზრდის შესაძლებლობების გამოყენება მთლიანად სამშენებლო სექტორში;
  • გრძელვადიანი სტრატეგია: ეკონომიკური ინფრასტრუქტურის სექტორში გაძლიერება და დივერსიფიკაციის დონის გაზრდა;
  • მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ISO -9001 სერთიფიკატის მოსაპოვებლად;

კლიენტებთან ურთიერთობა და მისი მნიშვნელობა:

    მრავალმხრივი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, კომპანიის მთავარი ამოცანაა:
  • კლიენტებისა და პარტნიორების მიზნების, მოთხოვნებისა და საჭიროებების ოპერატიულად გაანალიზება.
  • არსებული მოთხოვნების ხარისხიანად და გონივრულ ვადებში დააკმაყოფილება.

ქვეკონტრაქტორების სწორი შერჩევა

    განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვეკონტრაქტორების შერჩევას. მათ მიერ მოწოდებული სამშენებლო მასალების ხარისხი და მოწოდების სისტემის ეფექტურობა მნიშვნელოვნად განაპირობებს კომპანიისა და განხორციელებული პროექტების წარმატებას.


უსაფრთხოების პოლიტიკა

    უსაფრთხოების წესების დაცვა ჩვენი კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, შემუშავებულია HSE პოლიტიკა, რაც მიზნად ისახავს აქტიურ ჩართულობას შრომის, ჯანმრთელობისა და გარემოს უსაფრთხოების დაცვის პროცესებში.


უსაფრთხოების პოლიტიკა მოიცავს:

  • პერსონალისთვის გამჭვირვალე და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას;
  • რისკის შეფასებისა და პრევენციის პროექტებს;
  • სამართლებრივი მოთხოვნების დაცვას;
  • შრომის უსაფრთხოების ტრენინგებს თანამშრომლებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის;


" შენებაშია მშვენება !"

დაგვიკავშირდით